LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლებისა მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა

199
1626939726-nunu 787

განათლებისა მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა.

“ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნა, ამისათვის კი ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება”,-განაცხადა მიცკევიჩმა.

მან მოუწოდა პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ჩაერთონ მასობრივი ვაქცინაციის პროცესში პანდემიის დასამარცხებლად.

ცნობისთვის, დღეიდან ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) დღეიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი ვაქცინაციის სივრცე, სადაც იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება: „ფაიზერით“, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g