LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა… რეკომენდაცია, რომ საელჩოს თანამშრომლებმა თავი უნდა აარიდონ ამ ადგილებს, გაუქმდა“ – აშშ-ის საელჩო 

111
ამერიკის საელჩო საქართველოში

„[აშშ-ის] რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, საელჩოს თანამშრომლებმა თავი უნდა აარიდონ ამ ადგილებს“, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

აშშ-ს საელჩოს ცნობით, თბილისის 3 სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღეს

საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისი საელჩოს ყველა თანამშრომელს ურჩევს, შემდგომ შეტყობინებამდე თავი შეიკავონ ამ ადგილების მონახულებისგან. გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ადგილობრივ ახალ ამბებს. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე შეგატყობინებთ"- წერს ამერიკის საელჩო.

მათივე ცნობით, სამართალდამცავმა ორგანოებმა საელჩოს აცნობეს, რომ განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა:

„7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გაგზავნილი განგაშის შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს საელჩოს, რომ განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. [აშშ-ის] რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, საელჩოს თანამშრომლებმა თავი უნდა აარიდონ ამ ადგილებს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. დასახელდა სავაჭრო ცენტრები – „ისთ ფოინთი“, „გალერია თბილისი“ და „თბილისი მოლი“. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g