YouTube-ის ოფიციალურ არხზე სამხრეთ კორეელი მომღერლის, Psy-ს ახალი კლიპი „Daddy“ გამოჩნდა. სტატისტიკის თანახმად, ვიდეოს გამოქვეყნებიდან 9 საათში რგოლი 750 ათასმა ადამიანმა ნახა, ხოლო ამავე პერიოდში დაახლოებით 80 ათასმა ის მოიწონა.
შეგახსენებთ, რომ მუსიკოსის ჰიტი „Gangnam Style“ ამ დრომდე YouTube-ის რეკორდმენია, მას ყველაზე მეტი „ლაიქი“ აქვს, ხოლო მომხმარებლებმა ის 2,46 მილიარდჯერ ნახეს.