LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განიხილება შესაძლებლობა, რომ ზაზა გახელაძე ციხეში ოჯახმა მოინახულოს – სუს-ი

69
33

თითქმის ექვსი საათიანი შეხვედრის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში რიგით მეასე სხდომა დასრულდა.

ერგნეთის რიგით მეასე შეხვედრაც კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ზაზა გახელაძის და ცხინვალის ციხეში მყოფი სხვა მოქალაქეების ბედი ისევ გაურკვეველი რჩება.

მთავარი საკითხი, რაც ქართულმა დელეგაციამ დააყენა ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლება იყო.

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს შესაძლებლობა, რომ ოჯახს საშუალება მიეცეს, ჩავიდეს ოკუპირებულ ცხინვალში და იზოლატორში მყოფი ზაზა გახელაძე მოინახულოს.

„ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა იყო თანამემამულების გათავისუფლების საკითხი, მათ შორის ზაზა გახელაძის საკითხიც, ეს საკითხი დაისვა პრინციპულად, იყო მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორებისგანაც. იყო კონსულტაციები და ამ ეტაპზე შემიძლია, გითხრათ, რომ განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ მოხდეს გახელაძის ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში, რათა მოხდეს ზაზა გახელაძის მონახულება. იმედი მაქვს, ეს თარიღი ცნობილი გახდება“ . – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

გახელაძეები ამბობენ,  რომ მათ ხელისუფლების ექფექტური მუშაობის იმედი დაკარგეს და 23 ივნისის შემდეგ ისინი საპროტესტო აქციების გამართვიას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავენ.

ზაზა გახელაძე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში ერთი წელია, რაც იმყოფება. გახელაძე საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები