LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განმეორებთი არჩევნები არ განიხილება“ – არჩილ თალაკვაძე

126
BeFunky-collage (7)

„განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ ვაპირებთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ფეისბუკის თავის გვერდზე წერს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, სხვა საკითხებზე, კონსტიტუციის ფარგლებში, ოპოზიციასთან დიალოგი და შეთანხმება შესაძლებელია.

„თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში. გვსურს, ელჩებს კიდევ ერთხელ, გადავუხადოთ მადლობა დიალოგის მხარდაჭერისთვის“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g