განმუხურის სანაპირომდე ადგილობრივები და ტურისტები განახლებული გზით მივლენ. დარჩელი-განმუხურის 6 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. ახალი რკინა-ბეტონის ხიდი აშენდა, გაკეთდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო შემოფარგვლა. სამუშოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარამდე დაიხარჯა.
დასრულებულ სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორ ლევან შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული საგზაო მონაკვეთი არის სოფელ განმუხურთან და შავი ზღვის სანაპირო ზოლთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობას ვერ უზრუნველყოფდა.
ადგილობრივები და ჩასული სტუმრები ახალი გზით უკვე სარგებლობენ.
