LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განო გერლიანმა თავისი რეალური შეყვარებული პაემანზე ექვსი საათი ალოდინა – როგორ მოხიბლა „სიყვარულს მიღმას“ ლილუმ მსახიობი ლუკა თარხან-მოურავი

1882
განო გერლიანი მთავარზე

„სიყვარულს მიღმაში“ ახალი პერსონაჟი გამოჩნდა, წითელთმიანი ლილუ, რომელმაც მაყურებლის გული მალევე მოიგო.

მას ახალგაზრდა მსახიობი განო გერლიანი ასახიერებს.

ის ჟურნალი „თბილისელებთან“ როლის შესახებ საუბრობს:

„80% დადებითი გამოხმაურებებია. ძირითადად, ყველაფერს კარგს წერენ, მაგრამ როგორი კარგიც უნდა იყოს ჩემი შესრულება, სცენარი და გადაღებაც, კომენტარებს შორის არის რაღაცები, რაც არ გესიამოვნება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პირადად მე მეხებიან. საერთო ჯამში, მაინც ყველაფერი კარგია.

ეს პერსონაჟი საერთოდ არ მგავს და ძალიან ვცდილობ, რომ მიყვარდეს. ალბათ, ყველა მსახიობს უნდა, უყვარდეს თავისი პერსონაჟი, ცუდი იქნება ის, თუ კარგი. მეც შევიყვარე ნელ-ნელა. ისეთი ცუდიც არ მგონია, იყოს, როგორიც გამოჩნდა. არ მომწონს, მეგობრებთან და მშობლებთან როგორც იქცევა. ვგავართ იმით, რომ მანქანის ტარება არ ვიცი.

ჟურნალმა „თბილისელებმა“ ასევე ჩაწერა განოს შეყვარებული, მსახიობი ლუკა თარხან-მოურავი და ჰკითხა, როგორი გოგოა განო:

„აბსოლუტურად ბრჭყვიალა ადამიანია. ფოტოსა და ვიდეოში ამის ნახვა არ შეიძლება., ცხოვრებაში რომ დაინახავ, ემრე მიხვდები, რომ უზომოდ პოზიტიური, კეთილი და ძალიან ემოციური ადამიანია… პირველივე შეხვედრის შემდეგ ჩემს დეიდაშვილს დავურეკე, მომილოცე, ცოლი მომყავს-მეთქი… მაშინვე დავრწმუნდი, რომ ის ერთადერთი იყო… სხვათა შორის, პირველ პაემანზე ექვსი საათი მალოდინა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g