LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განქორწინებიდან 18 წლის შემდეგ, დემი მური და ბრიუს უილისი კომედიურ შოუში გამოჩნდნენ

121

63 წლის ბრიუს უილისმა და 55 წლის დემი მურმა მონაწილეობა მიიღეს შოუში „Comedy Central Roast“. გამოშვების მთავარი სტუმარი უილისი იყო, „მოპასუხეები“ კი დემი მურთან ერთად ედვარდ ნორტონი, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი, მარტა სტიუარტი და სხვა ვარსკვლავები იყვნენ.

თავისი გამოსვლის დროს, დემი მურმა ხუმრობების დიდი ნაწილი მისი და უილისის ქორწინებას მიუძღვნა. შეგახსენებთ, რომ მსახიობებს ოჯახი 13 წლის მანძილზე ჰქონდათ და ამ პერიოდში მათ სამი ქალიშვილი შეეძინათ.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქორწინება ფილმ „მეექვსე გრძნობას“ ჰგავდა, რადგან შენ გამუდმებით მკვდარი იყავი“, – იხუმრა მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის უილისს ცოლად 40 წლის მოდელი ემა ჰემინგი ჰყავს, რომელთანაც 2009 წელს იქორწინა. მათ ორი საერთო ქალიშვილი ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები