კრემლის პროპაგანდისტმა მომღერალმა ოლეგ გაზმანოვმა, რომელსაც მხოლოდ საბჭოთა რუსეთის ნოსტალგიაზე დაწერილი სიმღერები აქვს, ამჯერად მორიგი კონცერტი გამართა. ვორონეჟში გამართულ კონცერტზე გაზმანოვმა ამერიკის დროშა სცენაზე დახია. თვითმხილველების თქმით, ეს შოუს ნაწილი იყო.
მოგვიანებით ინციდენტის ახსნა გაზმანოვის ცოლმა სცადა, მან თავის მართლება დაიწყო, ინფორმაციას ,,ფეიკი” უწოდა, თუმცა ფაქტი არ უარყო:
„უცებ დარბაზში ოლეგს ხმა მოესმა, გასროლას ჰგავდა, კვამლი იყო, არაფერი ჩანდა. რუსეთის დროშა ეკიდა და ჩამოვარდა, განრისხებულმა ოლეგმა, იქვე ამერიკის დროშას სტაცა ხელი და გამწარებულმა დახია“ – განაცხადა ირინა გაზმანოვამ.
„რთული პერიოდი მიდგას, მაბულინგებენ“ – გაზმანოვი ტელეფონის ნომერს ცვლის და ფანებს დახმარებას სთხოვს
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსი მომღერლის, ოლეგ გაზმანოვის დაუსწრებლად დაკავების ორდერი გასცა