LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსახორციელებელი ცვლილებები უზრუნველყოფს იმას, რომ არჩევნების გაყალბებაზე საუბრისთვის საბაბიც არ დარჩება: ირაკლი კობახიძე

67
კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საარჩევნო სისტემაში განსახორციელებელი ცვლილებები უზრუნველყოფს იმას, რომ არჩევნების გაყალბებაზე საუბრისთვის საბაბიც არ დარჩება“. ამის შესხებ განცხადება მან „იმედის“ ეთერში გააკეთა.

„რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანს სურს ისაუბროს, მანიპულაცია, მას ამის გაკეთება ყოველთვის შეუძლია, თუმცა ობიექტურად, არათუ საფუძველი, საბაბიც კი არ იქნება მანიპულაციაზე საუბრისთვის.

ერთი ფუნდამენტური ცვლილება საარჩევნო ადმინისტრაციასთანაა დაკავშირებული. კერძოდ, არასდროს ოპოზიციას ასეთი წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციაში არ ჰქონია. 8 ოპოზიციური პარტია თითო წევრით იქნება წარმოდგენილი სამივე დონეზე. ეს არის ფუნდამენტური ცვლილება.

მეორე ცვლილება უკავშირდება საარჩევნო უბნების გადათვლას. კერძოდ, უბნების 10% გადაითვლება. მახსოვს, წინა რეფორმა როდესაც განიხილებოდა, იქ საუბარი იყო ქვეყნის მასშტაბით, 5-10 უბნის გადათვლასთან დაკავშირებით. ჩვენ აქ ფუნდამენტურ ცვლილებაზე წავედით. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მინიმუმ, 365 უბანი იქნება გადათვლილი“, – განაცხადა კობახიძემ.