LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების გამო ორი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს

64
დაკავება-1

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების გამო, ორი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელები, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას და სათანადოდ არ იბეგრებოდნენ შესაბამისი გადასახადებით, რითაც თავს არიდებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.

„საგადასახადო შემოწმებების შედეგად, ერთ შემთხვევაში, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 514 835 ლარი, (მათ შორის ძირითადი გადასახადი 317 394 ლარი), ხოლო მეორე შემთხვევაში – 298 465 ლარი, (მათ შორის ძირითადი გადასახადი 196 785 ლარი). ტარდება შესაბამისი ღონისძიებები კომპანიებზე რიცხული ქონებების დაყადაღებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, მიყენებული ზიანის ბიუჯეტის სასარგებლოდ იძულების წესით ამოღების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულალურები