LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განსაკუთრებით კურორტულ ზონებში ხდება ეს..ნუ შეხვალთ ზღვაში, თუ არ ხართ ფხიზელ მდგომარეობაში, ადამიანი, რომელიც არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ, კარგავს რეალობის შეგრძნებას“ – ზურა სიხარულიძე მიმართვას ავრცელებს

162
fot (2)

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

სიხარულიძე საზოგადოებას გარკვეული რჩევებით მიმართავს და წერს:

„მოკლედ 1000 და 10000 ნათქვამი და დაწერილი უნდა გავიმეოროთ ვინაიდან ისევ და ისევ ,განსაკუთრებით კურორტულ ზონებში ხდება ეს, ამიტომ:

1 – ნუ მოიხმართ უცნობ ნივთიერებას ვინაიდან, გასართობად ნაყიდი ექსთაზი ; mmda და ასე შემდეგ ვითომ

„უვნებელი“ ნივთიერებები შეიძლება შეიცავდეს ან ფენტანილს და ამ ბოლო დროს მეტადონს, ამიტომ ადამიანებს, რომლთაც არ გაჩნიათ ტოლერანტობა ოპიატების მიმართ არიან ზედოზირების დიდი რისკის ქვეშ და შეიძლება დაიღუპონ !!

პირველი ეიფორიის მერე ნახევარ საათში იმატებს ძილიანობა, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, ვარდება სარტურაცია, ადამიანები კარგავენ გონებას და შემდეგ გადადიან სოპორში, შემდეგ კომაში და აჩერებენ სუნთქვას!

2 – ნარკოტიკის მიღების შემდეგ, ალკოჰოლის დამატება ორმაგად ზრდის რისკს ზედოზირების და სიკვდილის!

3 – ნუ შეხვალთ ზღვაში, თუ არ ხართ ფხიზელ მდგომარეობაში ვინაიდან ადამიანი, რომელიც არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ, კარგავს რეალობის შეგრძნებას, შესაძლებელია დეპერსონალიზაცია, დერეალიზაცია, ამიტომ ზღვაში შესვლა არაფხიზელ მდგომარეობაში სახიფათოა!!

4 – დარეკეთ 112 !

5 – ასევე ქვეყანაში გაზრდილია აივ/ შიდსის გადაცემის რისკი მიგრაციული პროცესების გამო, ამიტომ ნარკოტიკული თრობის დროს არის მაღალი ალბათობა დაუცველი სექსის ამიტომ დაიცავით თავი სქესობრივი კავშირების დროს!

6 – ნუ გამოიყენებთ სხვის საინექციო ინვენტარს და ეცადეთ გამოყენების შემდეგ ნუ დატოვებთ პლაჟებზე პარკებში და სარეკრეაციო ადგილებში საბავშვო მოედნებზე და ასე შემდეგ !! გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გარშემომყოფებს.

7 – მთავარი, არ მოიხმაროთ ნარკოტიკი, დღეს შეიძლება გაგიმართლათ, მაგრამ ხვალ შეიძლება თქვენ გახდეთ დაბინძურებული ნარკოტიკის მსხვერპლი! გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლეს და ნუ გააუბედურებთ თქვენს ახლობლებს წუთიერი სიამოვნების გამო!“ – წერს ზურა სიხარულიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g