განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა.
როგორც მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მილერი ლაგაზაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ზვიად ხარაზიშვილმაც დატოვა. შსს-ს ინფორმაციით, ხარაზიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე რომან ქარცივაძემ ჩაანაცვლა.