გიორგი გასვიანის მეუღლე, მარიტა მელიქიშვილი იუბილარია.
იუბილარმა დაბადების დღე ულამაზეს გარემოში აღნიშნა. წითელ კაბაში გამოწყობილმა მარიტამ ულამაზეს სუფრასთან მოაწყო ფოტოსესია და ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოებიდან ირკვევა, მარიტა მელიქიშვილის დაბადების დღეზე უამრავი ცნობილი სახე იმყოფება. მათ შორის არიან: ანრო ჯოხაზე, რუსკა ქარქაშაძე, ბაბი კირკიტაძე, ლიზა ჩიჩუა, ანი ჯავახი და სხვები.
დღეს, გიორგი გასვიანმა საკუთარ მეორე ნახევარს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით და ფოტოთი მიულოცა.
„დღეს მარიტას დაბადების დღეა. 23….მიყვარხარ“, – დაწერა გიორგი გასვიანმა.
ვიდეო: მამა და შვილი – გიორგი გასვიანი შვილის, პატარა გალას კადრებს გვიზიარებს