LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსაკუთრებული Land Rover მათთვის, ვინც მიწას უვლის

29

კომპანია Land Rover-ის განყოფილებამ Special Vehicle Operations კონცეპტუალური ყველგანმავალი Land Rover Discovery ააწყო, რომელიც აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის და ასევე მათთვის არის განკუთვნილი, ვისაც ბევრი მამულები აქვს. ავტომობილი ერთადერთ ეგზემპლარად არის აწყობილი, თუმცა, სამომავლოდ ის გაყიდვაში ჩაეშვება, როგორც სერიული ყველგანმავალი.

სპეცვერსია სამ ლიტრიანი დიზელის ძრავის მქონე Discovery-ს ბაზაზეა აწყობილი. სიახლეს არ აქვს სავარძლების მესამე რიგი, მის ნაცვლად დამაგრებულია კარადა იარაღების შესანახად, ასევე ტყავით გაწყობილი უჯჯრები სხვადასხვა აქსესუარისთვის.

გარდა ამისა, საბარგულში გაკეთებულია ჯებირიც, სადაც ძაღლისთვის უსაფრთხო ზონაა გათვალისწინბული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები