LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსაკუთრებული სიკაშკაშე და დახვეწილი „ლუქი“ – 49 წლის ანჯელინა ჯოლი ავტოგრაფებს არიგებს

221
page

ფილმის, „მარიას“ შთამბეჭდავი პრემიერის შემდეგ, ანჯელინა ჯოლი ბევერლი-ჰილსზე გადაიღეს. 49 წლის მსახიობი გულშემატკივრებს ავტოგრაფებს აძლევდა, როგორც ყოველთვის, საოცრად გამოიყურებოდა და ჩვეულ სათნოებას ასხივებდა.

ამ დღეს მას კრემისფერი, სხეულზე მომდგარი კაბა და შავი „თრენჩი“ ამშვენებდა, რომელსაც მან დახვეწილი, კლასიკური ფეხსაცმელი შეუხამა.

ცნობისთვის სულ ცოტა ხნის წინ, ჯოლიმ გამოცემა People-ს ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომელშიც საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„მე შინაგან მარტოობას გამუდმებით განვიცდი, მუდამ ასე იყო. ზოგადად, მრავალფეროვანი ადამიანი ვარ, თუმცა, საკუთარი თავით მუდამ უკმაყოფილო ვარ და ვცდილობ, ძალიან ბევრი ვიმუშაო ამაზე. მე არ ვარ სრულყოფილი ადამიანი, თუმცა, ძალიან შრომისმოყვარე ვარ. მე და ჩემს გმირს შორის ძალიან ბევრია საერთო, მარიაც ჩემსავით მარტოობით იტანჯებოდა“, – აცხადებს 49 წლის მსახიობი.

„მარტოობას გამუდმებით განვიცდი“ – Akala-სთან რომანის ფონზე, ანჯელინა ჯოლიმ გამოცემა People-ს ინტერვიუ მისცა

„სიყვარული ქალს მუდამ ამშვენებს“ – წონაში მომატებული ანჯელინა ჯოლი საოცრად გამოიყურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები