LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განთავსების ობიექტები მომხმარებლებს 25%-დან 51%-ამდე ფასდაკლებას სთავაზობენ

132

საქართველოში გრანდიოზული ფასდაკლების კვირეული SPA & WELLNESS მიმდინარეობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი – Discount Week 13 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ფასდაკლების კვირეულში ჩართულია 17 სასტუმრო და 2 სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური მომსახურების ცენტრი. განთავსების ობიექტები მომხმარებლებს 25%-დან 51% ფასდაკლებას სთავაზობენ. ფასდაკლების კვირეული მოიცავს – თბილისს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, სამცხე-ჯავახეთს, იმერეთს და აჭარას.

მათივე ცნობით, ფასდაკლების კვირეულთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში პრესტური მოეწყო. სხვადასხვა მედიასაშუალების 20-ზე მეტი წარმომადგენელი წყალტუბოსა და ბორჯომს ეწვია. ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ბალნეოლოგიური და გამაჯანსაღებელი ცენტრები დაათვალიერეს. წყალტუბოში მედიის წარმომადგენლები ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ.

„ფასდაკლების კვირეული წარმოადგენს პროექტს, რომელიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შიდა და საერთაშორისო ტურისტებისთვის სხვადასხვა ტურისტულ ობიექტში ფასდაკლებით სარგებლობას. ფასდაკლების კვირეულის მიზანი არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის წახალისებაა. პროექტი ტურისტულ ობიექტებს ვიზიტორების მოზიდვაში ეხმარება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g