“ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა და ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად, – ისრაელის მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„მე განვაცხადე, რომ „ჰამასს“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ძალიან დიდ საფასურს გადავახდევინებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაგრძელებთ დიდი ძალით. ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა და ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, დღეს დილით ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ისრაელის თავდაცვის უწყების მიერ ტვიტერზე გაკეთებული შეტყობინების თანახმად, “ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ძალები ამჟამად ღაზის სექტორს უტევენ”.
