“განვიხილავთ, კერძოდ იმას, თუ რა გზას ადგას საქართველო, რა მიმართულებით მიდის. ეს მართლაც რუსეთის გზაა თუ ჯერ კიდევ ევროპული”,-ამის შესახებ საქართველოში მყოფმა ევროდეპუტატმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
ევროპული პარლამენტის წევრი დღეს სხვადასხვა პარტიებს ხვდება. მისი შეფასებით, ის იმედგაცრულებულია და სამწუხაროა ის, რაც საქართველოში ხდება.
“არაფორმალური შეხვედრები დაიგეგმა, ჩემი ვიზიტიც არაფორმალურია, თუმცა მე ვაპირებდი ყველა საპარლამენტო ჯგუფთან შეხვედრას პარლამენტში, ახლა უკვე შევთავაზე მათ გადაგვენაცვლებინა სასაუბროდ სხვა ადგილას. ზოგიერთმა მათგანმა მიიღო ეს შეთავაზება, ზოგიერთმა კი არა. ვერ დავკონკრეტდები თუმცა გეტყვით, რომ ხვალ საღამოს გავმართავ პრესკონფერენციას, სადაც შეგეძლებათ ყველა შეკითხვა დამისვათ.
ძალიან ნათელია, თუ რას განვიხილავთ, კერძოდ იმას, თუ რა გზას ადგას საქართველო, რა მიმართულებით მიდის. ეს მართლაც რუსეთის გზაა თუ ჯერ კიდევ ევროპული და როგორ გამოიყურება ევროპული გზა თუ შიდა პოლიტიკა ამ მომენტში ასე თავდაყირა დგას. რაც ახლა ხდება ძალიან იმედის გამაცრუებელი და სამწუხაროა. მართლად ღრმად ვარ შეშფოთებული,” – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.