რა ფორმით გაეგზავნება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიას, სავარაუდოდ, ცოტა ხანში გაირკვევა. სამუშაო ჯგუფი უკვე რამდენიმე საათია შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.
როგორც “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, აქვს მოლოდინი, რომ პოზიციები დღეს საბოლოოდ შეჯერდება, რის შემდეგაც საარჩევნო რეფორმის ერთობლივი ვერსია ვენეციის კომისიაში გაგზავნონ.
„რამდენიმე სერიოზული საკითხია დარჩენილი, თუმცა განწყობა არის, რომ შევთანხმდეთ. ამნისტიის კანონპროექტისგან განსხვავებით აქ სულ სხვა დამოკიდებულება და მზაობა.
რაც შარლ მიშელის დოკუმენტში იყო გაწერილი, ის საკითხები აისახა კანონპროექტში“ – აღნიშნა ფორტუნასთან საუაბრში რესპუბლიკური პარტიის ერტერტმა ლიდერმა , ხათუნა სამნიძემ და დასძინა, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.