პირველად რომ ამ კომპანიას ჩემი მანქანა ვანდე და გასაკეთებლად ჩავაბარე, CARU-ს განწყობაზე ზრუნვის დეპარტამენტის უფროსს არ ვიცნობდი. ბიგლუ სულ რამდენიმე დღეა ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე დაინიშნა და როგორც მისი ფეისბუკ გვერდიდან ირკვევა, საქმეს თავს მშვენივრად ართმევს. ხან სერიოზული სახით Google Calendar-ს უყურებს, ხან თანამშრომლებს მანქანის შესაკეთებლად მიყვება, როცა სეირნობის დრო აქვს, არც გარეთ სირბილზე ამბობს უარს.
ისტორია კი იმით დაიწყო, რომ CARU-ს დამფუძნებელს ბიგლის ლეკვი აჩუქეს, რომელსაც სახლში მარტო ვერ ტოვებდა და იმდენჯერ მიიყვანა სამსახურში, ბოლოს თანამშრომლად გააფორმეს. მას ოფიციალური გვერდიც გაუკეთეს და ახლა განწყობაზე ზრუნვის დეპარტამენტის უფროსია.
https://www.facebook.com/biglu.abashidze/videos/113991719782431/