სოციალურ ქსელში ნათია ბუკია წერს ერთ-ერთ ბავშვთა დაბადების დღის ცენტრზე, სადაც ხუთი წლის ბავშვი დღეობაზე ჰყავდა მიყვანილი. მშობლების გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც პატარების ,,გასართობად” სცენაზე არც მეტი, არც ნაკლები, ჯოკერის პერსონაჟი შემოვიდა…
გთავაზობთ პოსტს:
“იმ დონეზე ვარ აღშფოთებული, რომ აქ გაზიარების გარდა, კიდევ რა შეიძლება გავაკეთო არც კი ვიცი! ჩემი 5 წლის შვილი, ნინა, მყავდა კლასელის დაბადებია დღეზე. დაბადების დღის ბოლოს ბავშვებს უთხრეს დაუძახეთ ჯოკერსო (6 წლის ბავშვის დაბადების დღეა). ნინამ ეგრევე მითხრა, ჯოკერი მოდის და მეშინია ჩემთან იყავიო. კიდევ კარგი უკვე მისული ვიყავი, არც მინდა იმის წარმოდგენა, იქ რომ არ ვყოფილიყავი! სცენაზე გამოვიდა ჯოკერი, დაჯდა სკამზე, შუქები აქვს დანათებული, თავი აქვს ჩახრილი, ისმის დაძაბული მუსიკა და ჯოკერის საშინელი ცისილი. ნინას სახე აელეწა და ეგრევე გამოვიყვანე. პალტო რომ ჩავაცვი და გასასვლელისკენ გამყავდა, გავხედეთ სცენას და რას ვხედავთ: ჯოკერმა აიღო ავტომატი, მიუშვირა ბავშვებს და ‘ჩაცხრილა’! ნინა გამოვაქანე ცენტრიდან მაგრამ ძალიან დიდხანს ვამშვიდებდი. რატომ გავიხედეო, ჩემს მეგობრებს თოფი ესროლაო! ეს თავის მეგობრებზე ნერვიულობდა და ვინც იქ იჯდა 4,5,6 წლის ბავშვების მდგომარეობის წარმოდგენაც არ მინდა, ჯოკერი რომ ავტომატს მოგიშვერს და გგონია, რომ გესვრის! ნინა მეუბნებოდა იქ ერთი ბავშვი 4 წლის იყოო. გეხვეწევი ყველა ჩემი კლასელის მშობელს დაურეკე, იქ არავის გადაუხადონ დაბადებისდღეო! ვერ ვაჯერებდი, რომ მსახიობი იყო ჯოკერი. გაოგნებული ვარ! არ ვიცი რა ვთქვა! ამ ქვეყანაში მართლა ყველაფერი რეგულირებული უნდა იყოს! და დიახ მშობლები არ უნდა წყვეტდნენ, მათი 5 წლის შვილი მზად არის თუ არა სკოლისთვის, რადგან შეიძლება არ იცოდნენ რა არის მათი ბავშვის ასაკისთვის შესაფერისი! მერე თურმე ისე გაგრძელდა დაბ დღე, რომ ჯოკერმა იუბილარს მისცა ავტომატი და იმას ქონდა საშუალება, თავის მეგობრებისთვის ესროლა. არ ვიცი რა ვთქვა. ერთი ვიცი, რომ მომავალში წინასწარ ზედმიწევით გავარკვევ დაბადების დღის პროგრამას და მარტოს ალბათ დიდხანს აღარ დავტოვებ (თქვენც იგივეს გირჩევთ). ჩემს შვილს პირადად მიადგა ფსიქიკური ტრამვა, რომლის გამოც თამამად შემიძლია სასამართლოში ჩივილი! არ ვიცი ამ პოსტს რა შედეგი შეიძლება მოყვეს მაგრამ იმედი მაქვს, ამ ცენტრის ადმინისტაცია დაფიქრდება, რომ ბავშვებს რომ უწყობ დაბადების დღეებს, მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება და რაც არ უნდა მშობლების სურვილით გაამართლო შენი საქციელი, უნდა იცოდე რომელი ასაკოვან ჯგუფისთვის რა პროგრამაა შესაფერისი! მადლობა ყურადღებისთვის”