LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაოგნებულია, დუმილის უფლებას იყენებს“ – ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

681
2025-03-18_00-14-08_437032

ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, მარიამ ტაბატაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც მან დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული გელა უძილაური ყველა საპროცესო საგამოძიებო მოქმედებას დათანხმდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია.

„ბრალდებულს შევხვდი. მასთან საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ის გაოგნებულია. კონფიდენციალურად ვერ შევხდით, რადგან დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს. ამასთან, ჯერ საქმის მასალებიც კი არ გადმოუციათ, რადგან პროცესშია გამოძიება. ბრალის წარდგენაც ხვალ იგეგმება. გამოკითხვით გამოჰკითხეს, ის მისთვის მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს.

რომელი მუხლით წარუდგენენ ბრალს, ხვალ იქნება ცნობილი. როდესაც საქმის მასალებს გადმომცემენ და გავეცნობი მას, უფრო დეტალურად შემეძლება კომუნიკაცია. ყველა საპროცესო საგამოძიებო მოქმედებაზე დათანხმდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია. რეალურად გაოგნებული იყო“, – განაცხადა ადვოკატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g