LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაპარტახებული კურორტი ე.წ. საზღვართან. ესეც ნიშანია თუ როგორ უყურებს მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებს და რა პოლიტიკას ატარებს. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გამყოფ ხაზთან მოვლილ, განვითარებულ და ცოცხალი კურორტს გააშენებდნენ“ – სალომე ზურაბიშვილი ანაკლიიდან ფოტოს გვიზიარებს

275
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ანაკლიაში იმყოფება და სოციალურ ქსელში ფოტოს გვიზიარებს,თუ როგორ მდგომარეობაშია ქალაქი. მისი განცხადებით, გაპარტახებული კურორტი ე.წ. საზღვართან. ესეც ნიშანია თუ როგორ უყურებს მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებს და რა პოლიტიკას ატარებს.

მისივე თქმით, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გამყოფ ხაზთან მოვლილ, განვითარებულ და ცოცხალი კურორტს გააშენებდნენ.

„არა ეს რაღაც უცხო კუნძული არაა, ანაკლიაა. ამის მოვლა აუცილებელია! გაპარტახებული კურორტი ე.წ. საზღვართან. ესეც ნიშანია თუ როგორ უყურებს მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებს და რა პოლიტიკას ატარებს. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გამყოფ ხაზთან მოვლილი, განვითარებული, ცოცხალი კურორტს გააშენებდნენ. და არა მხოლოდ განმუხურს და ანაკლიას ეხება ეს. ზუგდიდსაც არაფერი ეტყობა მოვლისა და განვითარების. პატრონი არ ჰყავს ერთ-ერთ ჩვენ სტრატეგიულ რეგიონს! არც ახალი ინვესტიციები, არც ხედვა, არც სტრატეგია. ეს უფრო იმას გაფიქრებინებს , რომ ვიღაც უფრო ზრუნავს რუსების არ გაღიზიანებაზე, ვიდრე საკუთარი ხალხის განვითარებაზე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g