LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაქცეული პატიმრების საქმეზე ბადრაგი დააკავეს 

273
Untitled design (4)

„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული 3 პატიმრის საქმეზე დააკავეს ბადრაგი, რომელსაც მათი მეთვალყურეობა ევალებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

ბადრაგი დაკავებულია 342-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევას, რამაც პატიმრის გაქცევა გამოიწვია.

„მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს“ – ბრეგაძე „ავერსიდან“ გაქცეულ პატიმრებზე

ცნობისათვის, 1 ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე „ავერსის“ კლინიკიდან გამოკვლევებზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. ერთი მათგანის დაკავების შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ იუსტიციის სამინისტროში დღეს დაუდასტურეს.

„ერთი პატიმარია დაკავებული“ – იუსტიციის სამინისტრომ კლინიკიდან გაქცეული პატიმრის დაკავება ოფიციალურად დაადასტურა 

 

magti 5g