LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდა იმისა რომ ოპოზიციამ თავის ხედვა უნა წარმოადგინოს, უნდა იმუშაოს “ქართული ოცნების წინადადებებზეც: ლევან იოსელიანი

43
ლევან იოსელიანი

ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც უკვე “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა – საჭიროა ამ პროცესში შესვლა, დაჯდომა და ამ ყველაფრის ნახვა, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

იოსელიანი გამოეხმაურა ოპოზიციის ინიციატივას მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა აუცილებელი კანონპროექტების, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად და აღნიშნა, რომ რიგგარეშე სხდომას იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ წინასწარ იქნება შეთანხმება მიღწეული, რომ ცვლილებებს დაამტკიცებენ.

„მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო რეფორმის ბოლომდე მიყვანა, იმის, რაც პირველი მოსმენით არის მიღებული, ეს საკითხი მნიშვნელოვანია სამომავლოდ ამ ქვეყანაში დემოკრატიული, პლურალისტური გარემოს შესაქმნელად. თუმცა, ამ საკითხის გარდა, იქ (ევროკავშირის მოთხოვნებში) არის კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რაზეც ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც უკვე “ქართულმა ოცნებამ” გააჟღერა” – განაცხადა იოსელიანმა.

ამის მიზეზი, ლევან იოსელიანის აზრით ის არის რომ, ოპოზიციამ არ იცის როგორი კანონმდებლობის მიღებას აპირებს მმართველი გუნდი.

” არ ვიცით, როგორია 12 პუნქტთან მიმართებით ხედვები, ჩვენ უბრალოდ, გავიგეთ ვადები და ის, რომ გარკვეული კანონპროექტები იქნება მომზადებული. ამას სჭირდება ამ პროცესში შესვლა, დაჯდომა და ამ ყველაფრის ნახვა, მე მაგალითად მაინტერესებს რას შემოგვთავაზებენ სასამართლოსთან მიმართებით.” – განაცხადა იოსელიანმა.

მისი განცხადებით, რიგგარეშე სხდომას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ მიიღწევა შეთანხმება, რომ ცვლილებები უნდა იქნას მიღებული.

“უბრალოდ რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა, რომელსაც არაფერი მოჰყვება, არაფრის მომცემი იქნება. გარდა ამისა, საჭიროა წინასწარ კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან, რადგან მან უნდა ჩანიშნოს ეს სხდომა,”- განაცხადა იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g