LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაბანში 16 წლის გოგო სავარაუდოდ გაიტაცეს: მიმდინარეობს გოგონას გამოკითხვა

110
gogo gaitaces

“გარდაბნის რაიონში 16 წლის გოგო ქორწინების მიზნით ჰყავთ გატაცებული. პოლიცია კი გოგოს დასაბრუნებლად არაფერს აკეთებს” – ამის შესახებ „ფორტუნას“ ადვოკატმა კონსტანტინე გელაშვილმა განუცხადა.

„შემთხვევა გარდაბანში სამი დღის წინ  მოხდა. კონსულტაციისთვის დამირეკა ბავშვის მამამ და დახმარება მთხოვა. მითხრა, რომ მისი შვილი სამი დღის წინ გაიტაცეს ქორწინების მიზნით და უკან არ ატანენ. 16 წლის გოგონას მამამ ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ პოლიციაში მისით მანიპულირებენ.

„ვეხვეწები, რომ ბავშვი დამაბრუნებინეთ-მეთქი და არაფერს აკეთებენ. პოლიცია მეუბნება, ბავშვმა თვითონ გადაწყვიტოს, დარჩება თუ წამოვაო“, – მითხრა გატაცებული გოგოს მამამ.

როდესაც მესაუბრებოდა, იმ მომენტში გარდაბნის პოლიციაში იყო. რამდენადაც ეს ჩემი საქმიანობის სფერო არაა (სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატი ვარ), ვურჩიე, სისხლის სამართლის ადვოკატი მოეძია. ჩვენი დიალოგი ამით ამოიწურა“, – განაცხადა ადვოკატმა ჩვენთან საუბარში.

 

„ფორტუნა“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შსს-საც დაუკავშირდა.

“ფორტუნას” ინფორმაციით, როდესაც ბავშვი სახლიდან წავიდა, მშობლებს შორის უთანხოება მოხდა და ოჯახებს შორის დაპირისპირება წარმოიშვა.
“ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს”, – განმარტეს შსს-ში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გოგონას მიმართ მისი ნების საწინააღმდეგო ქმედებას, კონკრეტულად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ამის საფუძველზე სპეციალისტების თანდასწრებით მიმდინარეობს გოგონას გამოკითხვა სპეციალურ სივრცეში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g