გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა.
ინფორმაცია ამის შესახებ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და აღიარებითი ჩვენება მისცა.
