გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის ტერიტორიაზე არსებულ ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ტბაში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. შემთხვევა გუშინ მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.