LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაბნის ცენტრალურ პარკში, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა

272
გარდაბნის ცენტრალურ პარკში, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა

2024-2025 სასწავლო წლის სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სპეციალური სიგელები გადასცეს.

გარდაბანში მედალოსნების დაჯილდოება, მუნიციპალიტეტის მერის დავით კარგარეთელის ინიციატივით, უკვე მესამედ გაიმართა და წელსაც წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა მერიისგან ფულადი ჯილდო მიიღეს.

„გარდაბანში 76 ოქროსა და 8 ვერცხლის მედალოსანი დაჯილდოვდა.

მედალოსანთა ეს რიცხვი ნათლად ადასტურებს იმ პროგრამის სიცოცხლისუნარიანობასა და წარმატებას, რომელსაც ჩვენ საფუძველი სამი წლის წინ ჩავუყარეთ. ეს იყო ჩვენი მნიშვნელოვანი ინვესტიცია ახალგაზრდების წარმატებაში! ჩვენი მიზანი მარტივი იყო – დავინახოთ, დავაფასოთ და წავახალისოთ ისინი, ვინც სწავლაში ბრწყინავს. პროგრამამ არა მხოლოდ გაამართლა, არამედ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენი წარჩინებულების რიცხვი ყოველწლიურად მზარდია!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ წარმატებას, ძვირფასო მედალოსნებო!

ეს ჯილდო არის თქვენი დისციპლინის, მიზანსწრაფულობისა და შრომისმოყვარეობის სიმბოლო.

გისურვებთ, რომ ცხოვრების გზაზე არასოდეს დაგეკარგოთ ეს მონდომება და სწრაფვა საუკეთესოსკენ” – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი.

მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ილია ჯალაღანია, მოადგილე გიგა ნამიჭეიშვილი, მერის მოადგილეები ლევან ხმალაძე, ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები სამირ ხიალოვი, ზაზა ონიანი, ვუგარ მამედოვი, გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g