LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით, ბენდ „Positive Energy-ს“ კონცერტი გაიმართა

326
გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით, ბენდ „Positive Energy-ს“ კონცერტი გაიმართა

მუსიკალურმა ჯგუფმა მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი პროგრამა წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ საახალწლო კულტურულ-გასართობი ღონისძიებები 19-დან 30 დეკემბრის ჩათვლით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს.

პროგრამის მიზანია როგორც სადღესასწაულო განწყობის შექმნა, ისე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია.

სადღესასწაულო კვირეულის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პატარებს, მათთვის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ანიმატორებისა და ილუზიონისტების შოუ გაიმართა. თოვლის ბაბუამ და ელფებმა ბავშვებს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g