გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში, ა(ა)იპ-ის და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დასაწყისში მუნიციპალიტეტის მერმა დამსწრე საზოგადოებას მერის ახალი მოადგილე, შალვა გურულიშვილი წარუდგინა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ასევე, მოქალაქეებისთვის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედებულ ცვლილებებს. განიხილეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კანონის მოთხოვნების ადგილობრივ დონეზე სრული დაცვა და მისი ეფექტიანად გამოყენება მუნიციპალურ საქმიანობაში გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გასაზრდელად.
სამუშაო შეხვედრას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, რამაზ ბუდაღაშვილი და მოადგილე, ფუად მირზოევი ესწრებოდნენ.
