ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, 19-დან 30 დეკემბრის ჩათვლით, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება გაიმართება.
საახალწლო პროგრამა ყველა ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი და მისი მიზანია როგორც სადღესასწაულო განწყობის შექმნა, ისე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია.
ღონისძიებების განრიგი:
19 დეკემბერი – ნორიოს კულტურის სახლში საბავშვო თეატრი „RESTART“ წარმოადგენს პრემიერას – „ბრემენელი მუსიკოსები“.
სართიჭალის კულტურის სახლში გაიმართება თეატრალური წარმოდგენა „შობის ზღაპარი“.
23 დეკემბერი – გარდაბნის კულტურის სახლი უმასპინძლებს ნორიოსა და სართიჭალის თეატრალური წრეების წარმოდგენებს, ანსამბლ „არტ-ლაიფის“ კონცერტს, გამარჯვების საბალეტო სივრცის პერფორმანსსა და თემატური ნახატების გამოფენას.
24 დეკემბერი – გაიმართება „ფოლკლორის საღამო“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ანსამბლები: „ბეთანია“, „იალნო“, „იადგარი“, „სვანთა“, „ზეგარდი“, „ჯვარული“ და საგალობლების სტუდია.
25 დეკემბერი – გარდაბნის კულტურის სახლში ჩატარდება „თანამედროვე მუსიკის საღამო“ ბენდ „Positive Energy-ს“ მონაწილეობით.
პატარებისთვის მოწყობილ სპეციალურ სივრცეში მოეწყობა – ანიმატორების პროგრამა და ფოტოზონები, სახეზე მოხატვის კუთხეები, ქიმიური და ბუშტების შოუ, ასევე ილუზიონისტის წარმოდგენა, თოვლის ბაბუა და ელფები, რომლებიც ბავშვებს სიმბოლურ საჩუქრებსა და ტკბილეულს გადასცემენ.
30 დეკემბერს, გამარჯვების კულტურის სახლში, საახალწლო პროგრამას ქორეოგრაფიული ანსამბლი „იადგარი“ და თანამედროვე ცეკვების სტუდია „მზის გული“ ერთობლივი კონცერტით დაასრულებენ.
