LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი კლინიკისთვის დაგვიანებული მიმართვაა: თენგიზ ცერცვაძე

108
თენგიზ ცერცვაძე

“გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზია კლინიკისთვის დაგვიანებული მიმართვა, ანუ როცა კლინიკას მიმართავენ პაციენტები მათი მდგომარეობა უკვე მძიმეა. ჩვენ ასევე გავაანალიზეთ, თუ რა განაპირობებს პაციენტების მხრიდან საავადმყოფოსთვის დაგვიანებულ მიმართვიანობას”, – ამის შესახებ დღეს, გამართულ კლინიკური საბჭოს შეხვედრაზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„პირველი – იმიტომ, რომ ავადმყოფები გვიან იკეთებენ ტესტს, როცა ახველებთ, სიცხე აუწევთ ან სუნთქვა უჭირთ, ფიქრობენ, რომ მალე გაუვლით და ტესტს არ იკეთებენ. ეს არის დანაშაული საკუთარი თავის მიმართ, იმიტომ, რომ საქართველოში ტესტირება მოწყობილია უმაღლეს დონეზე, ყველას შეუძლია ტესტი რიგის გარეშე, უფასოდ გაიკეთოს.

მეორე – იციან, რომ ტესტის შედეგი არის დადებითი და ფიქრობენ, რომ იქნებ ჩემით მოვრჩე და არ მიდიან საავადმყოფოში, არ ეძახიან ოჯახის ექიმს ან სასწრაფოს და უკვე როცა ძალიან დამძიმდებიან მერე ეძახიან.

მესამე – ოჯახის ექიმი ნანახი ჰყავთ, შეთავაზებული აქვს, კლინიკისთვის მიმართვა, მაგრამ არ მიდიან კლინიკაში, მეზობელი ან ნათესავი ურჩევთ თვითმკურნალობას და იმას ამჯობინებენ, ეს კიდევ ერთი დანაშაული.

ეს ხალხი რომ დროზე წასულიყო საავადმყოფოში, როგორც კი ამას ოჯახის ექიმი და სასწრაფოს ექიმი ეტყოდათ მათი უმრავლესობა გადარჩებოდა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, თუკი ნოემბერ-დეკემბერში საავადმყოფოში დაგვიანებით მისვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ დროულად ვერ ნახულობდნენ ოჯახის ექიმს ან სასწრაფოს ექიმს, დღეს ეს პრობლემა დღის წესრიგში არ დგას.

„ახლა ეს გამორიცხულია. პირველივე დღეს კომუნიკაცია ხდება ოჯახის ექიმთან ან სასწრაფოსთან. ამიტომ, დღეს, სამწუხაროდ, დაგვიანებული შემთხვევები თვითონ პაციენტის ბრალია, ჩვენ თუ დაგვიანებულ შემთხვევებს ნულამდე დავიყვანთ, ის ისედაც არცთუ დიდი ციფრი სიკვდილიანობის, რაც გვაქვს, განახევრდება“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 4 095 პირი ემსხვერპლა.

“ასტრაზნეკას” ვაქცინით კვლავ მხოლოდ 55 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები აიცრებიან: ცერცვაძე

ვაქცინირებული 2 პროცენტი ვერანაირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს, როცა 30 პროცენტზე მაინც ავალთ, მაშინ ვისაუბროთ შეზღუდვების მოხსნაზე: ცერცვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g