LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობლების ინფორმაციით, მცირეწლოვანს დედა ხშირად სცემდა

ძალადობაააააააააააა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მეზობლები მცირეწლოვანი გოგონას გარდაცვალების დეტალებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ყვებიან, რომ ოჯახში ხშირად იყო კონფლიქტი.

როგორც გარდაცვლილი გოგონას ერთ-ერთმა მეზობელმა პირველ არხს განუცხადა, ბავშვს დედა სცემდა. მათივე ინფორმაციით, გასულ კვირას ცემისგან ბავშვმა სერიოზული ტრავმები მიიღო, რის გამოც, ის გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მეზობლების თქმით, ამის შესახებ პოლიცია ინფორმირებული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დღეს დაიწყო.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.

უწყებაში ამბობენ, რომ „გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g