LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაცვლილი პატიმრის ძმა: „ გამორიცხულია, რომ ადამიანს დაცემის შედეგად 27 დაზიანება მიეღო, ეჭვი კი არ მაქვს, დანამდვილებით ვიცი, რომ სცემეს – ეს არის ორგანიზებული დანაშაული და არა ერთი ადამიანის მიერ გაკეთებული“

198
იოსებ გორგაძე

კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი 46 წლის პატიმრის, იოსებ გორგაძის ძმის, შოთა გორგაძის განცხადებით, მისი ძმა გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ციხის თანამშრომლებმა სცემეს. აღნიშნულის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც გარდაცვლილი პატიმრის ძმა აღნიშნავს, მათ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც, „გამორიცხულია, რომ დაცემის შედეგად იოსებ გორგაძეს 27 დაზიანება მიეღო“. ოჯახი ვარაუდობს, რომ პატიმარი მიზანმიმართულად სცემეს და ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

„რა თქმა უნდა, სცემეს, ეს არის ორგანიზებული დანაშაული, ეს ერთი ადამიანის გაკეთებული არ არის, ამ საქმეში ბევრი ადამიანია ჩართული. ვიდეო-კადრები ჩაჭრილია. ამას პატიმარი ვერ გააკეთებდა, ეს პროფესიონალი ადამიანის გაკეთებულია. ეჭვი არ მაქვს, დანამდვილებით ვიცი, რომ ეს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა გააკეთეს. ინტერესი გამოძიების საქმეა, ამ ყველაფერს ავტოსაგზაო შემთხვევას არ ვუკავშირებ, აქ სულ სხვა სიტუაციაა. მაგას ისინი ვერ გააკეთებდნენ, როგორ უნდა გაეკეთებინათ, გარეთ, რომ ყოფილიყო შესაძლოა… ციხეში დამწყვდეული ადამიანი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების დახმარების გარეშე როგორ შეაღწევდნენ?

სახალხო დამცველი „ვივამედში“ გარდაცვლილ პატიმარზე: „გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა“

„კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატი შემთხვევას სრულფასოვნად შეისწავლის“

ვიდეო-კადრებში კონკრეტული მონაკვეთები ჩაჭრილია, რა მომენტშიც მოხდა ეს დანაშაული.

მე პენიტენციური სამსახურის განცხადებას არ გავცნობივარ, მაგრამ გავეცანი კერძო ექსპერტიზის დასკვნასა და „ვივამედის“, რომ შესაძლებელია 1 დაცემით 27 მოტეხილობის მიღება თავის არეში, ზუსტად ეს არის სასაცილო და დაუჯერებელი, 2 წლის ბავშვიც რომ არ დაიჯერებს.

დაწერილი სცენარია, თითქოს 1 დაცემით 27 მოტეხილობა მიიღო თავის არეში. ჩვენი ექსპერტიზა ამბობს, რომ ამ ტრავმების მიღება 1 დაცემით შეუძლებელია.

სამართლიანობის აღდგენასა და გამოძიებას მოვითხოვთ“,- განაცხადა შოთა გორგაძემ.

ცნობისთვის, პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გორგაძის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ მიაწოდა. ადვოკატის თქმით, პატიმარი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში” დაზიანებებით იანვრის თვეში გადაიყვანეს.

ადვოკატის განმარტებით, გორგაძე ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს, თუმცა მისი თქმით, მისთვის უცნობია, ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა.

ღურწკაიას თქმით, გორგაძეს სახის ძვლები ჰქონდა დალეწილი, უფრო კონკრეტულად, ადვოკატის განმარტებით, პატიმარს სახის არეში დაახლოებით, 30-მდე მოტეხილობა და ასევე ტვინის შეშუპება ჰქონდა.

„ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება“ – სპეციალური პენიტენციური სამსახური კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რაც შეეხება თავად იოსებ გორგაძეს, მას ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„3 თვე იბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის“ – გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი გარდაიცვალა

„ვივამედში“ შეყვანილი პატიმრის ადვოკატი: „სასიკვდილოდ არის ნაცემი და ნაწამები, სახის მიდამოებში 37 მოტეხილობა და ტვინის შეშუპება აქვს, აპარატზეა შეერთებული… მოვითხოვთ დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g