LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა 19 წლის გოგონა, რომელიც ლოტკინზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა

263
მარიამ რობაქიძე

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული 19 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას Ambebi.ge გოგონას ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს. გოგონას სხეულის 48% დამწვარი ჰქონდა და ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

გარდაცვლილი გოგონა მარიამ რობაქიძეა. ის აგარიდან იყო.

ძლიერი აფეთქება ლოტკინის დასახლებაში, 23 სექტემბერს, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.

„დაახლოებით დამწვარი აქვს სხეულის 48% – სახე, ზემო კიდურები, გულ-მკერდი და ზურგის ნაწილი, მოთავსებულია რეანიმაციის განყოფილებაში“ – როგორია აფეთქების დროს დაშავებული ახალგაზრდა გოგოს მდგომარეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g