LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა 3 და დაშავდა 4 ადამიანი – რივნის ოლქზე ორი სარაკეტო იერიში მიიტანეს

94
eriSi

რივნის ოლქში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა – ამის შესახებ რივნის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კოვალმა „ტელეგრამის“ არხზე განაცხადა.

„წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია“,- განაცხადა ვიტალი კოვალმა.

მან ასევე განმარტა, რომ ნანგრევების ქვეშ შეიძლება ჯერ კიდევ იყვნენ მოყოლილი ადამიანები, შესაბამისად ადგილზე უკრაინის საგანგებო მდგომარეობის თანამშრომლები მუშაობენ.

ცნობისთვის, რივნის ოლქზე ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები