თბილისის 147-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
სამძიმრის წერილში, რომელიც სკოლამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ნათქვამია, რომ მესამე კლასის მოსწავლე, ნიცა ჟორჟოლიანი გარდაიცვალა.
მოსწავლის გარდაცვალების მიზეზი უცნობია:
„თბილისის 147-ე საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლე – ნიცა ჟორჟოლიანი.
ნიცა იყო სიცოცხლით სავსე, მეგობრული, თბილი და შემოქმედებითი მოსწავლე. სიტყვები უძლურია მწუხარების გამოსახატავად.
თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებს…“ – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
სსიპ ქალაქ თბილისის #147 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლე -ნიცა…
Posted by სსიპ ქალაქ თბილისის #147 საჯარო სკოლა on ხუთშაბათი, 20 მარტი, 2025