LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა კაცი, რომელიც წუხელ ბულვარში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

157
BeFunky-collage (5)

წუხელ ბულვარში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი კაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” კლინიკა „მედცენტრში“ დაუდასტურეს.

კლინიკის პრესცენტრის ინფორმაციით, დაჭრილი კაცი კლინიკაში შეყვანიდან დაახლოებით ერთ საათში გარდაიცვალა. კლინიკაში კიდევ ორი ადამიანი შეიყვანეს, ერთი კაცი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა შეიყვანა, ქალი კი, თვითდინებით მიიყვანეს. მათ სამედიცინო მომსახურება უკვე გაუწიეს და კლინიკიდან გაწერეს.

ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანთან წუხელ შეიარაღებული კონფლიქტის დროს სულ 3 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი თავის და გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი.

კლინიკის პრესცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილი 20 წლამდე მამაკაცია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g