ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ადმინისტრაცია სამწუხარო ამბის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
სკოლის ცნობით, გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე.
როგორც სკოლის ადმინისტრაციაში რადიო „ფორტუნას“ განუცხადეს, ბავშვი ინდოეთში, კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, სადაც მისთვის გულის გადანერგვის ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ.
სამძიმრის წერილში სკოლა აღნიშნავს, რომ უდიდესი ტკივილია ყველასთვის გიორგის გარდაცვალება.
„ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე…
მშვიდად განისვენოს სულმან მისმან იქ, სადაც მართალნი განისვენებენ…“ – წერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა.
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ღრმა…
Posted by ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა on შაბათი, 17 აგვისტო, 2024
ცნობისთვის, 8 წლის გიორგი დოლიძის გადასარჩენად ფეისბუკ ჯგუფი იყო შექმნილი, სადაც არაერთი ადამიანი გაერთიანდა. სწორედ ამ ადამიანების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ინდოეთში გასამგზავრებლად თანხის მობილიზება.