LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა მწერალი მალხაზ ხარბედია

184
მალხაზ ხარბედია

50 წლის ასაკში ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი და „არილის“ რედაქტორი მალხაზ ხარბედია გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას „არილი“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

„მეგობრებო, ჩვენს უძვირფასეს, განსაკუთრებულ მახოს, თანადგომა სჭირდება! მისი მდგომარეობა ისევ დამძიმდა…“ – მალხაზ ხარბედიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

„წარმოუდგენლად გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა – გარდაიცვალა მალხაზ ხარბედია, ქართველი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე“, “არილის” რედაქტორი და მასულდგმულებელი ძალა“, – წერია „არილის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წარმოუდგენლად გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა – გარდაიცვალა მალხაზ ხარბედია, ქართველი მწერალი და ლიტერატურისმცოდნე, “არილის” რედაქტორი და მასულდგმულებელი ძალა.

Posted by არილი on ორშაბათი, 02 ივნისი, 2025

მალხაზ ხარბედიას გარდაცვალების შესახებ წერს რეჟისორი თემო კუპრავაც:

„ჩემი მახო გარდაიცვალა, ვეღარ გაუძლო და აწი ჩვენ როგორ გავუძლოთ მახოს გარეშე ასეთ ქვეყანას.

ყველაფერი მასწავლა, კითხვა, მოსმენა, აზროვნება, ყურება, ოთხი წლით იყო ჩემზე უფროსი, მაგრამ ვერასოდეს ვაზროვნებდი ისე როგორ მახო აზროვნებდა.

რა გაუკეთებია ქვეყნისთვის და რამდენი ადამიანისთვის გაუჩენია იმედი, ეს ჩემზე კარგად იცით ბევრმა, რამდენ ადამიანს დაანახა საკუთარი შესაძლებლობები, რამდენი დაარწმუნა საკუთარ თავში.

კიდე ბევრის დაწერა მომიწევს მახოზე მომავალში და აუცილებლად დავწერ“, – წერს თემო კუპრავა სოციალურ ქსელში.

ჩემი მახო გარდაიცვალა, ვეღარ გაუძლო და აწი ჩვენ როგორ გავუძლოთ მახოს გარეშე ასეთ ქვეყანას. ყველაფერი მასწავლა, კითხვა,…

Posted by Temo Kuprava on ორშაბათი, 02 ივნისი, 2025

ცნობისათვის, მალხაზ ხარბედია ასევე იყო მეღვინე და „ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი. ასევე ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ და „არილის“ მთავარი რედაქტორი, გაზეთ „მარანი-Weekend“-ის მთავარი რედაქტორი. მალხაზ ხარბედია ბოლო პერიოდის განმავლობაში მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა.

რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს მალხაზ ხარბედიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

„მეგობრებო, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამ პოსტის დაწერა მომიწევდა, ჩვენი მახო ხარბედია ავადაა და თანადგომა სჭირდება…“ – ახალგაზრდა მამაკაცს საზოგადოების დახმარება სჭირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g