LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდასახვის ოსტატის სამი გაელვება – 61 წლის ბრედ პიტის უახლესი ფოტოები გადასაღები მოედნიდან

160
page

ბრედ პიტი კვლავ გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს. ლოს-ანჯელესში, ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ „სიქუელის“, „კლიფ ბუთის თავგადასავლის“ გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს.

ბრედმა კლიფ ბუთის როლისთვის იმიჯი რადიკალურად შეიცვალა, გაიზარდა თმა და მოუშვა ულვაშები. მან გრიმის საშუალებით ყვრიმალებიც კი დაიკორექტირა და მართლაც სხვანაირად გამოიყურება.

ამჯერად 61 წლის ოსკაროსანი მსახიობი სამი განსხვავებული „ლუქით“ გადაიღეს. ეს გახლდათ ლიმონისფერი პერანგი, ყვითელი მაისური და ლურჯი, ზოლიანი სპორტულები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრედი ნამდვილი გარდასახვის ოსტატია.

ცნობისთვის, ფილმის რეჟისორი დევიდ ფინჩერია. ფილმის პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

გრიმის საშუალებით რადიკალურად შეცვლილი ბრედ პიტი გადაღებებს უბრუნდება – უახლესი ფოტოები

აჩეჩილი ქერა თმა, ულვაში და ყვითელი პერანგი – 61 წლის ბრედ პიტი ახალი ფილმის გადაღებებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები