LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდატეხის ასაკში სოციალურ ქსელზე მიჯაჭვულობა დეპრესიას აყალიბებს – თეა გოგოტიშვილი

718
66896160-391142918195773-297146023883571200-n

თინეიჯერები, რომლებიც სოციალურ ქსელში საათებს ატარებენ, დეპრესიისგან იტანჯებიან – ამ დასკვნას ფსიქოლოგები მონრეალის უნივერსიტეტის კვლევებზე დაყრდნობით აკეთებენ.

სპეციალისტებმა სოციალური მედია მენტალური პრობლემების შექმნაში დაადანაშაულეს. კვლევებმა აჩვენეს, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებენ თინეიჯერები ეკრანთან, უფრო მეტად დეპრესიულები ხდებიან.

სოციალური მედია და სატელევიზიო შოუები დეპრესიულ მდგომარეობას ამძაფრებს და დამოუკიდებელ აზროვნებას ხელს უშლის. “დეპრესიით და მენტალური პრობლემებით დღეს ბევრი თინეიჯერი იტანჯება, ყოველ 100 წუთში კი ერთი თინეიჯერი თვითმკველობით ამთავრებს სიცოცხლეს”, – წერს “დეილი მეილი”. 

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამ ასაკში ტვინში ემოციური ცვლილებები მიმდინარეობს. მოზარდებს ისედაც უჭირთ ამ დროს კომუნიკაცია, თუნდაც ნაცნობებთან, სოციალური მედია კი უფრო ჩაკეტილს და დეპრესიულს ხდის თინეიჯერებს.

მონრეალის უნივერსიტეტის კვლევაში 12-დან 16 წლამდე 4000 თინეიჯერი მონაწილეობდა.

 

 

რადიო “ფორტუნა” ფსიქოლოგ თეა გოგოტიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ შეიძლება ასე პირდაპირი კავშირი დეპრესიასა და სოციალურ ქსელს შორის არ იყოს დადგენილი, მაგრამ ეს დეპრესიის ჩამოყალიბების წინა პერიოდია. 

თეა გოგოტიშვილი - როგორ დავიცვათ შვილები მანიაკებისგან (ვიდეო)

ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი „პროფილთან“ საუბრობს იმის შესახებ, როგორ უნდა დავიცვათ შვილები მანიაკებისგან

თეა გოგოტიშვილი, ფსიქოლოგი:
“ზოგადად ინტერნეტი, სოციალური ქსელი დეპრესიის წყარო ნებისმიერ ასაკში შეიძლება გახდეს, მაგრამ განსაკუთრებით რთული პერიოდი გარდატეხის ასაკია. ადამიანები, რომლებიც მიჯაჭვულები არიან რაიმე ობიექტზე, ამ შემთხვევაში ეს ობიექტი არის ინტერნეტი და ფეისბუქი, თავისთავად მიჯაჭვულობა ქმნის საკუთარი ნების დეგრადაციის საფუძველს. ადამიანი ვეღარ არის არჩევანში თავისუფალი. როცა რაღაცაზეა დამოკიდებული, მას ის ფაქტორი მართავს და თუ ადამიანი საკუთარი ნებით და თავისუფალი არჩევანით ვერაფერს აკეთებს და მას რაღაც მართავს, ის განიცდის იმედგაცრუებას, დაუკმაყოფილებლობას.  დიდი შანსია, ადამიანი შინაგანად იმედგაცრუებული და დაუკმაყოფილებელი დარჩეს და ვეღარ გამოვიდეს აქედან.

რადიო “ფორტუნამ” ფსიქოლოგს რეკომენდაციებით სთხოვა, რაზეც გოგოტიშვილმა გვითხრა, რომ მთავარი ალტერნატიული აქტივობებია.

“პირდაპირ რომ ვთქვათ, ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, ალტერნატიული საინტერესო აქტივობები, რომელშიც შეიძლება, მოზარდის ჩართვა მოხდეს. ალტერნატიული ამ შემთხვევაში არის, სხვა ტიპის ცოცხალი კომუნიკაცია. მშობლები, სამწუხაროდ, ამ ასაკის მოზარდებთან ნაკლები წარმატებით ახერხებენ ამას. გარდატეხის ასაკში მოზარდისთვის მთავარი ორიენტირი სწორედ თავის თანატოლებთან კომუნიკაციაა. თუ მშობელი ამ მხრივ შეუწყობს ხელს, რომ მისი შვილი უფრო მეტად ცოცხალ კონტაქტში იყოს, ვიდრე ონლაინკონტაქტში, კარგია. ეს არაა ადვილი და თითოეულ შემთხვევაში, იმ მშობლისა და მისი შვილის პიროვნული თავისებურებებიდან და ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ”, – აცხადებს თეა გოგოტიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g