LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Garden Hills – ახალი უბანი ძველ თბილისში

133
00000

დახვეწილი არქიტექტურული დიზაინით, ფუნქციურად დატვირთული სივრცეებით და რეკრეაციული არეალებით „გარდენ ჰილსის“ მობინადრეები ცხოვრების ახალ სტანდარტს ქმნიან – ეს მხოლოდ მოკლე აღწერილობაა იმ პროექტისა, რომელიც 2025 წელს დასრულდება და რომელსაც დამატებით უპირატესობას თბილისის ტურისტული ადგილების სიახლოვეც სძენს და მას როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციო თვალსაზრისითაც მიმზიდველს ხდის.

დიკო კომახიძე, პროექტის Garden Hills გაყიდვების მენეჯერი:

– კომპლექსი ჩუღურეთის რაიონში, ძველი თბილისის ისტორიულ არეალში მდებარეობს და 30 000 კვ.მ ფართობის მქონე ტერიტორიას მოიცავს. პროექტი 5 სართულიანი 8 ბლოკისგან შედგება, საიდანაც ერთი – საოფისე-კომერციული, შვიდი კი საცხოვრებელი იქნება. საცხოვრებელი ფართები მინიმალური, 45 კვ.მ-დან იწყება.

კომპლექსი, რომლის მშენებლობაც ოთარ კაპანაძის ქუჩის #4-ში 2022 წლის ზაფხულში დავიწყეთ, ყველა იმ სივრცეს აერთიანებს, რაც დღეს მობინადრეს სრული კომფორტისთვის სჭირდება, ესაა: 8000 კვ.მ ფართობის რეკრეაციული ზონა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოედნები, საბავშვო გასართობი სივრცე, მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პანორამული ხედები ქალაქზე.

პირველი ოთხი ბლოკის მშენებლობა 2024  წლის გაზაფხულზე დასრულდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს საფასადე და შიდა მოწყობის სამუშაოები, ნაწილი კარკასებისა დასრულებულიც კი არის. მეორე ოთხი ბლოკის მშენებლობის, ანუ პროექტის დასრულება 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

ბინებს ვაბარებთ მწვანე კარკასის მდგომარეობით, რაც გულისხმობს მოჭიმულ იატაკს, თაბაშირით გალესილ კედლებს, ალუმინის ვიტრაჟებს ენერგოეფექტური მინებით და გერმანული აქსესუარებით, სრულად მოპირკეთებულ აივანს ნაწრთობი მინის მოაჯირებით და ძირითად საკომუნიკაციო საშუალებებს – დაქსელილ ელექტრობის სქემას, რადიატორის დამონტაჟებულ მილებს, რკინის შესასვლელ კარს ხის დაფარვით და შვიდწლიანი გარანტიით.

კომპლექსში უსაფრთხოების ყველა ზომაა დაცული. გარდა იმისა, რომ მშენებლობის ნებართვის აღებამდე ტერიტორია შემოწმებულია სეისმოლოგიურად, აბსოლუტურად ყველა ბლოკი სახანძრო უსაფრთხოების სისტემებითაა აღჭურვილი.

კომპლექსის ტერიტორია იქნება შემოსაზღვრული, მთელ ტერიტორიაზე განთავსდება სათვალთვალო კამერები და დაცვა 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს, ანუ „გარდენ ჰილსი“ ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ყველა ატრიბუტით აღჭურვილი სივრცეა, სადაც ჩვენს ნებისმიერ ბინადარს ექნება იმის განცდა, რომ უსაფრთხო გარემოში იმყოფება.

სალომე მდინარაძე, პროექტის Garden Hills მარკეტინგის ხელმძღვანელი:

– პროექტის დაწყებამდე ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებმა გაითვალისწინეს უბანი, სადაც კომპლექსი აშენდებოდა, ისიც, რომ ირგვლივ კერძო დასახლებაა და ექსტერიერის შექმნის დროს მაქსიმალურად იზრუნეს, რომ ყოფილიყო დაბალი ინტენსივობის განაშენიანება. მაქსიმალურად შევეცადეთ, არ დაგვერღვია უბნის იერსახე და ბლოკების სიმაღლე არ ასცდენოდა ხუთ სართულს. რვავე ბლოკის ვიზუალი თითქმის იდენტურია.

რაც შეეხება გაყიდვებს, ჩვენი კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარ მყიდველებზე და მათ გადახდის რამდენიმე ალტერნატივას ვთავაზობთ, ისინი თითქმის ყველა კატეგორიის მყიდველს ერგება. დავიწყოთ იმით, რომ გვაქვს 0%-იანი შიდა განვადება და პირველი შენატანი 10%-ია, ჩვენი პარტნიორი გახლავთ თიბისი ბანკი, რაც ნიშნავს, რომ ის განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს მყიდველებს – გამარტივებულია შესყიდვა დამატებითი ქონების უზრუნველყოფის გარეშე და შემოსავლების შესწავლით იმავე დღეს. ბანკები, როგორც წესი, სესხებს საცხოვრებელი ბლოკების მშენებლობის დასრულების შემდეგ გასცემენ, ჩვენს შემთხვევაში კი, პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიტი სწორედ ეს არის, რომ ბინის ყიდვის მსურველს დღესვე შეუძლია სესხის აღება, მშენებლობის დასრულების გარეშე, ამასთან, კომპანიისგან იღებენ 10%-იან ფასდაკლებას ბანკით შეძენის შემთხვევაშიც, ისევე როგორც ერთიანი გადახდის შემთხვევაში.

განსაკუთრებული პირობა გვაქვს ემიგრანტებისთვისაც. ვცდილობთ, მათ ბინის შეძენის პირობები გავუმარტივოთ – ეს არის 0%-იანი თანამონაწილეობა ბანკით შეძენის შემთხვევაში, უფრო კონკრეტულად, ეს არის 0%-იანი პირველი შენატანი, ანუ შენატანის გარეშე შეძლებენ დღესვე შეიძინონ ბინა, ამასთან, მიიღებენ 10%-იან ფასდაკლებას ბანკით შეძენის შემთხვევაში.

გაყიდვების მხრივ ამ დროისთვის არსებულ სტატისტიკას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, თბილისის ისტორიული უბნების მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდი იყო, მაგრამ რაც დრო გადის,  უფრო და უფრო იზრდება, რაზედაც სწორედ ჩვენი გაყიდვების პროცენტულობა მოწმობს – უკვე გაყიდულია პირველი ოთხი ბლოკის ბინების 80%, ამასთან, სხვადასხვა კომპანიის მიერ უკვე დაკავებულია კომერციული ფართების ნაწილიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები