LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარეჯის საქმეზე დაცული საარქივო მასალა დავით კეზერაშვილის ბრძანებით განადგურდა: დიმიტრი ლორთქიფანიძე

109
დიმიტრი ლორთქიფანე

დღეს, გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე  პარლამენტის ყოფილ წევრს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს გამოკითხავენ. როგორც ლორთქიფანიძემ ამ საქმეზე კომენტირებისას ჟურნალისტებს უთხრა, მიწათმოწყობის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტში დაცული საარქივო მასალა უშუალოდ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბრძანაებით განადგურდა.

“საკითხი, რომელიც უკავშირდება მიწათმოწყობის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტში არსებული დაცული საარქივო მასალის განადგურებას და იქ არსებული იზოგიფსებიანი პლანშეტები, ასევე მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობა დავით კეზერაშვილის უშუალო ბრძანებით იქნა გატანილი და განადგურებული,” – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ 1938 წლის რუკის განადგურების მიზნით გარკვეული ღონისძიებები ჩატარდა, არსებობს ვარაუდი, რომ კვალი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობის პირებამდე მიდის.

“ოქმი, რომლითაც დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ეროვნულ დონეზე მუშაობა იყო განსაზღვრული, ათვლის წერტილად  1938 წლის 13 ივნისს, თბილისში, მხარეების მიერ ხელმოწერილი ოქმით განსაზღვრულ რუკას მიიჩნევდა. გამომდინარე იქიდან, რომ 1938 წლის რუკის განადგურების მიზნით ჩატარებულია გარკვეული ღონისძიებები, არსებობს ეჭვის დასაბუთებული ვარაუდი იმისთვის, რომ კვალს  მაღალ პოლიტიკურ თანამდებობის პირებამდე მივყავართ,“ – აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

შეგახსნებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა . დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g