LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს დაცვის სამინისტრო სწრაფად მზარდი ტყე-პლანტაციების გაშენებას იწყებს

467

გარემოს დაცვის სამინისტრო ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. როგორც „ფორტუნას“ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განუცხდა, გეგმა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის უმთავრესი კი ტყეზე ზეწოლის შემცირებაა.

მისი თქმით, არსებობს კვლევა, რომელიც ჩაატარა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა და დადგენილია, რომ მხოლოდ გათბობისთვის საქართველოში ყოველწლიურად 3 მლნ ნახევარი კუბურ მეტრი მერქნული რესურსი მოიხმარება. მაშინ, როცა სატყეო სააგენტოს მიერ ყოველწლიურად გამოიყოფა მხოლოდ 600 ათასი კუბური მეტრი, ხოლო ტყეს მდგრადი განვითარების პრინციპიდან გამომდინარე, შეუძლია მხოლოდ 200 ათასი კუბი მერქნული რესურსის გაცემა ყოველწლიურად.

„თუ ამას დავუმატებთ საჯარო ბაღებს, სკოლებს, ეკლესია-მონასრტრებს, რესტორნებს და ა.შ. რომლებიც ასევე იყნებენ სათბობ რესურსად შეშას, ძალიან დიდი დისბალანსია იმაში, რაც შეუძლია ტყემ მოგვცეს და რამდენია ჩვენი მოთხოვნა. ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ ამ მოთხოვნებზე, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა ე.წ. სწრაფად მზარდი ტყე-პლანტაციების გაშენება, დღეს უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროექტი. როგორც ჩვენ – სატყეოს სააგენტომ, ასევე კერძო ბიზნესმაც დაიწყო და ამ პროცესს წავახალისებთ, რომ ტყეზე ზეწოლა შემცირდეს“ – განაცხადა აგულაშვილმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, სამინისტრო ცდილობს ენერგოეფექტური ღუმელების დანერგვას. მინისტრის განმარტებით, ღუმელები, რომელსაც იყენებს სოფლად მცხოვრები ადამიანების უმეტესობა, ასევე სკოლები და სხვა დაწესებულებები, არაეფექტურია და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალია.

„გარდა იმისა, რომ ენერგიის დიდი მოცულობა ფუჭად გაიტყორცნება, ამავე დროს საწვავდ გამოყენებული შეშა, 40%-იანი ტენიანობის გამო არაფექტურია. რომ დავთვალოთ, შეგვიძლია მნიშვნელოვნად შევამციროთ რესურისის მოხმარება და ტყეზე ზეწოლა, თუკი ენერგოეფექტურ ღუმელებს და ასევე, სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ, რომელიც სხვათა შორის არ არის ძვირი, მისი გამოყენება კი გარკვეულწილად დამოკიდებულია რაღაც ცოდნასთან. აქაც ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ, ეს არის საზოგადოების ინფორმირება და ბიზნესთან ურთიერთობა, რომ ბიზნესმა შეიძინოს და შემოიტანს ეს ტექნოლოგიები“ – განუცხადა „ფორტუნას“ აგულაშვილმა.

magti 5g