LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამხრეთ კორეის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

149
11

სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, სასოფლო-სამეურნეო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით გამოცდილების გაზიარების გზები და სამხრეთ კორეის სავაჭრო და ინვესტირების სააგენტოსთან (KOTRA) თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამხრეთ კორეის ელჩთან ლი იუნ იონგთან და KOTRA-ის დირექტორთან ჯო კიეკვონისთან გამართულ შეხვედრაზე.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტზე საუბრისას  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ღვინის ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებზე. საუბარი ასევე შეეხო მინერალური წყლისა და თხილის ექსპორტს და აღინიშნა, რომ საქართველო მსოფლიოში თხილის ექსპორტის მაჩვენებლებით პირველ ხუთ ქვეყანაში შედის.

მხარეებმა სოფლის მეურნეობის სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გზებზეც იმსჯელეს. ითქვა, რომ ამ მიმართულებით სამხრეთ კორეის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე განიხილეს გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის საკითხიც. ყურადღება გამახვილდა დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში კორეის ეროვნული პარკების ადმინისტრაციის მიერ საქართველოსთვის გადმოცემულ სპეციალურ სახანძრო მანქანებზე, რომლებიც ხანძარსაწინააღმდეგო უახლესი სისტემითაა აღჭურვილი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

magti 5g