გარემოს ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით, 30 ივნისიდან 4-ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
უწყების განცხადებით, 30 ივნისიდან 4-ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელოა , +40, +43 გრადუსს მიაღწიოს.
დასავლეთ საქრთველოში, ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსი ფარგლებშია მოსალოდნელი. ქ. თბილისში კი ჰაერის ტემპერატურა +38, +40 გრადუსი იქნება.
მაღალ ტემპერატურასთან გასამკლავებლად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) მოსახლეობისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.