LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარეთ ბეილი: ემანუელ სანტოსის მორიგი მსხვერპლი

196

ცოტა ხნის წინ ინტერნეტის მთავარ სასაუბრო თემად კრისტიანო რონალდოს ბრინჯაოს ბიუსტი იქცა, რომელსაც ”ორიგინალს” ძნელად თუ მიამსგავსებდით. სკულპტურის ავტორი პორტუგალიელი ემანუელ სანტოსი გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ რონალდოს ბიუსტის გამო კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს, როგორც ჩანს იგი არ დანებდა.

სანტოსმა მორიგი ბიუსტი დაამზადა-ამჯერად ”რეალის” უელსელი ვარსკვლავის – გარეთ ბეილის, რომელსაც კარდიფში დადგამენ. როგორც ცნობილია, ბიუსტის დამზადება 25 000 ფუნტი დაჯდა.

ჯერჯერობით უცნობია თავად ბეილის რეაქცია აღნიშნულზე,თუმცა კრისტიანო რონალდომ თანამემამულეს შრომა დაუფასა და თავისი ბიუსტი მოინახულა. საინტერესოა,რას ფიქრობს თავსი ბიუსტზე გარეთ ბეილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები